ოლაფ შოლცი: "რუსეთი სასტიკად არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას“

ოლაფ შოლცი: "რუსეთი სასტიკად არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას“

1911704
ოლაფ შოლცი: "რუსეთი სასტიკად არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას“

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განაცხადებით, სამწუხაროა, რომ რუსეთი, რომელიც 24 თებერვლიდან უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს, სასტიკად არღვევს საერთაშორისო სამართალს.

ამის შესახებ შოლცმა ჟურნალ Focus-ს განუცხადა და დაამატა: "ომი დაბრუნდა ევროპაში. სამწუხაროა, რომ რუსეთის ხელისუფლებაა, რომელსაც სურს ტერიტორია წაართვას მეზობელს (უკრაინას), სასტიკად არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას“.

შოლცის თქმით, რუსეთი ძალით ცდილობს თავისი ტერიტორიის გაფართოებას, როგორც იმ დროს, როცა ევროპის ქვეყნები ერთმანეთს ებრძოდნენ და ომი და იმპერიალიზმი დაბრუნდა ევროპაში.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის ომი ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც მოსკოვმა დაგეგმა.

"რაღაც მომენტში უნდა დადგეს დრო, როდესაც რუსეთიც მოძებნის გამოსავალს ამ მძიმე სიტუაციიდან. ჯარების გაყვანა ცენტრალური მნიშვნელობისაა“. - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ომი არღვევს საერთაშორისო სამართლის ყველა წესს და დაამატა: "(რუსეთის პრეზიდენტი) ვლადიმერ პუტინი არის პასუხისმგებელი ამ ომზე. წარმოუდგენლად სასტიკი სამხედრო დანაშაულებები იქნა იქ ჩადენილი. ჩვენ დავეხმარებით დანაშაულების გამოვლენაში, დამნაშავეთა იდენტიფიცირებას და მათ პასუხისგებაში მიცემაში“.


საკვანძო სიტყვები: #ოლაფ შოლცი , #კანცლერი , #გერმანია

მსგავსი ინფორმაციები