უკრაინის არმიამ დაიბრუნა კონტროლი ხარკოვის რეგიონში მდებარე ქალაქ ბალაკლიაზე

უკრაინის არმიამ დაიბრუნა კონტროლი ხარკოვის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბალაკლიაზე

1878108
უკრაინის არმიამ დაიბრუნა კონტროლი ხარკოვის რეგიონში მდებარე ქალაქ ბალაკლიაზე

უკრაინის არმიამ დაიბრუნა კონტროლი ხარკოვის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბალაკლიაზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა: "ყველაფერი თავის ადგილზეა. უკრაინის დროშა, თავისუფალი უკრაინა, თავისუფალი უკრაინული ქალაქი ცის ქვეშ. მადლობა. ვამაყობ."

უკრაინის არმიის გუშინდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხარკოვის ოლქში 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი რუსული ძალებისგან უკან დაიბრუნეს.

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის გუბერნატორმა ოლეგ სინეგუბომ აღნიშნა, რომ უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონში რუსეთის ძალებზე კონტრშეტევა დაიწყეს.


საკვანძო სიტყვები: #ხარკოვი , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები