ალექსანდრე ვუჩიჩი: „კოსოვო არ არის დამოუკიდებელი ქვეყანა“

ალექსანდრე ვუჩიჩი: „კოსოვო არ არის დამოუკიდებელი ქვეყანა“

1862979
ალექსანდრე ვუჩიჩი: „კოსოვო არ არის დამოუკიდებელი ქვეყანა“

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა განაცხადა, რომ კოსოვო არ არის დამოუკიდებელი ქვეყანა, საერთაშორისო სამართლის მიხედვით იგი სერბეთის ნაწილია. ვუჩიჩმა აღნიშნულის შესახებ,  სერბეთის ტელე-რადიო მაუწყებლობაში დღის წესრიგთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებების დროს განაცხადა.

მან გასული კვირის ბოლოს კოსოვოსთან წარმოქმნილი დაძაბულობა, „კატასტროფად“ შეაფასა.

„ყველაზე უარესი სცენარი თავიდან იქნა აცილებული. ზოგიერთს აშკარად სურს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა. ზოგიერთი ცდილობენ აჩვენონ სერბეთი, როგორც რუსეთის ერთგული და ვუჩიჩი წარმოადგინონ, როგორც პატარა პუტინი რა, ამით დასავლეთი გააღიზიანონ. 18 აგვისტოს, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, კოსოვოს პრემიერ-მინისტრთან ალბინ ქურთთან შესახვედრად ჩავალ. მაგრამ, მინდა ავღნიშნო, რომ მასთან მშვიდობის დამყარება შეუძლებელია. ჩვენ კი ყოველთვის მშვიდობას ვიცავთ. თუმცა, მე არ გავჩუმდები, როცა ვინმე სერბების წინააღმდეგ საზღვრებს გადაკვეთს. კოსოვო არ არის დამოუკიდებელი ქვეყანა, ამიტომ კოსოვოზე თავდასხმა გამორიცხულია. საერთაშორისო სამართლის მიხედვით კოსოვო სერბეთის ნაწილია“, განაცხადა ალექსანდრე ვუჩიჩმა.

შეგახსენებთ, რომ კოსოვოსა და სერბეთს შორის, „სერბული დოკუმენტებისა და სანომრე ნიშნებთან" დაკავშრებით დაძაბულობამ პიკს მიაღწია. ამ დროსთვის კი სიტუაცია დარეგულირებულია.


საკვანძო სიტყვები: #კოსოვო , #ალექსანდრე ვუჩიჩი

მსგავსი ინფორმაციები