ზელენსკიმ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და გენერალური პროკურორი თანამდებობებიდან გაათავისუფლა

ზელენსკიმ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და გენერალური პროკურორი თანამდებობებიდან გაათავისუფლა

1856179
ზელენსკიმ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და გენერალური პროკურორი თანამდებობებიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი და გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა თანამდებობებიდან გაათავისუფლა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ შესაბამის განკარგულებაშია აღნიშნული.

საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ, Telegram-ის მეშვეობით შეფასებები გააკეთა თვით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ 651 სისხლის სამართლის საქმე ქვეყნის პროკურატურის და სამართალდამცავი ორგანოების ზოგიერთი თანამშრომლის მიმართ დაფიქსირდა ღალატის გამო.

„კერძოდ, უშიშროების სამსახურისა და ძალოვანი სტრუქტურების 60-ზე მეტი თანამშრომელი დარჩა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მუშაობს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ისნი მჭიდროდ თანამშრომლობენ რუსეთის დაზვერვის სამსახურებთან, ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი“, განაცხადა ზელენსკიმ.


საკვანძო სიტყვები: #ზელენსკი , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები