იტალიაში სამთავრობო კრიზისია

იტალიის პრეზიდენტმა სერჯიო მატარელამ არ დააკმაყოფილა პრემიერ-მინისტრის მარიო დრაგის მოთხოვნა მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ

1855385
იტალიაში სამთავრობო კრიზისია

იტალიის პრეზიდენტმა სერჯიო მატარელამ არ დააკმაყოფილა პრემიერ-მინისტრის მარიო დრაგის მოთხოვნა მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

მარიო დრაგის მთავრობის მიერ ოჯახებისა და ბიზნესების გაზრდილ ენერგო ფასებთან საბრძოლველად მომზადებული დაახლოებით 23 მილიარდი ევროს ღირებულების ეკონომიკური პაკეტისთვის პარლამენტის ზედა ფრთაში, სენატში გამართულ კენჭისყრაში კოალიციის პარტნიორის M5S-ის არ მონაწილეობამ ქვეყანაში სამთავრობო კრიზისი გამოიწვია.

სენატში კენჭისყრაზე აღნიშნული პაკეტის M5S-ის ხმების გარეშე მიღების საწინააღმდეგოდ, პრემიერ-მინისტრმა დრაგიმ, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ M5S-ის მხარდაჭერის გარეშე მთავრობას არ უხელმძღვანელებს, გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

დრაგიმ, სენატში კენჭისყრის და პრეზიდენტ სერჯიო მატერალასთან დაახლოებით ერთ საათიანი შეხვედრის შემდეგ მინისტრთა კაბინეტის სხდომა მოიწვია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარიო დრაგიმ მინისტრებისადმი სიტყვით მიმართვაში მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა: „მინდა გაცნობოთ, რომ დღეს საღამოს გადადგომის თაობაზე განცხადებას გადავცემ პრეზიდენტ სერჯიო მატერალას“.

მარიო დრაგის ხელმძღვანელობით კოალიციურმა მთავრობამ ფართო მონაწილეობით, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიით გამოწვეული სამედიცინო და ეკონომიკური კრიზისის პირობებში მუშაობა დაიწყო 2021 წლის 13 თებერვალს როგორც ეროვნული ერთიანობის მთავრობამ.

მთავრობას მხარს უჭერდა პარლამენტში წარმოდგენილი 10 პოლიტიკური პარტია.


საკვანძო სიტყვები: #სამთავრობო კრიზისი , #იტალია

მსგავსი ინფორმაციები