შიმშილის პირას მყოფ ადამიანთა რიცხვი იზრდება

შიმშილის პირას მყოფ ადამიანთა რიცხვი იზრდება

1852997
შიმშილის პირას მყოფ ადამიანთა რიცხვი იზრდება

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ გავრცელებული ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში შიმშილის პირას მყოფი ადამიანების რიცხვი გასულ წელთან შედარებით 46 მილიონით გაიზარდა და 828 მილიონს მიაღწია.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წელს მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის 10 პროცენტმა შიმშილის პრობლემები განიცადა. ამავე ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) გამო შიმშილის ზღვარზე მყოფი ადამიანების რიცხვი 150 მილიონით გაიზარდა.

„მსოფლიო სულ უფრო და უფრო შორდება მიზანს, დაასრულოს შიმშილი, საკვების დაუცველობა და არასრულფასოვანი კვება 2030 წლისთვის“, - ნათქვამია FAO-ს მოხსენებაში.

FAO-ს მოხსენებაში, რუსეთ-უკრაინის ომზეც არის ყურადღება გამახვილებული, რომელშიც ნათქვამია, რომ ომის დაწყების შემდეგ მსოფლიო ბაზარზე სურსათის ფასების მატება საგრძნობლად გაიზარდა რა, ამანაც დიდი წვლილი შეიტანა შიმშილის პირას მყოფი ადამიანების რიცხვის გაზრდაში.



მსგავსი ინფორმაციები