ავიაკატასტროფა რუსეთში
ავიაკატასტროფა რუსეთში
1846749
რუსეთის დონის როსტოვის ოლქში სუ-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად პილოტი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთი სამხედრო რეგიონის პრესცენტრი ავრცელებს.
„ფრენა საბრძოლო მასალის გარეშე შედგა. თვითმფრინავი უკაცრიელ ადგილას ჩამოვარდა. არსად ნგრევა არ მომხდარა“, ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პირველადი ინფორმაციით, თვითმფრინავი ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა, ხოლო რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების კომისიამ ავარიის ადგილზე გამოძიება ჩაატარა.
მსგავსი ინფორმაციები
ნატო უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს წლიური დახმარების წინადადებას აყენებს
ნატო უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს წლიური დახმარების წინადადებას აყენებს