პესკოვი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები დადებითად მიმდინარეობს

პესკოვი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები დადებითად მიმდინარეობს

1795941
პესკოვი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები დადებითად მიმდინარეობს

რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია უკრაინასთან მოლაპარაკებების შესახებ რაიმეს თქმა, მაგრამ მოლაპარაკებები დადებითად მიმდინარეობს.

კრემლის პრესსპიკერს დიმიტრი პესკოვს დაუსვეს კითხვა უკრაინული მხარის განცხადებაზე, რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება შესაძლებელია ერთ-ორ კვირაში, ან მაისის დასაწყისში.

„ეს მათი (უკრაინის) ვარაუდია, ჩვენ არ გვინდა ვიჩქაროთ შეფასების გაკეთება.“ - თქვა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებას მარტივად არ ჩაუვლია და ჯერ ნაადრევია რაიმეს თქმა იმის შესახებ, თუ სად შეიძლება მივიდეს მოლაპარაკებები.

„ვფიქრობ, ის ფაქტიც კი, რომ მოლაპარაკებები ამ ვითარებაში მიმდინარეობს, დადებითია“. - თქვა მან.

რუსმა სამხედროებმა უკრაინაზე თავდასხმა 24 თებერვალს დაიწყეს. მას შემდეგ ორივე მხარის დელეგაციამ მოლაპარაკება ოთხჯერ გამართა.


საკვანძო სიტყვები: #უკრაინა , #რუსეთი

მსგავსი ინფორმაციები