ზელენსკიმ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების შესახებ ახალი განცხადება გააკეთა

მისი თქმით, მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარება

1790302
ზელენსკიმ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების შესახებ ახალი განცხადება გააკეთა

ზელენსკიმ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების შესახებ ახალი განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარება.

„ძალიან მალე ჩვენ შევძლებთ ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრათ, რომ დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში. შეგვეძლება ვთქვათ, დაბრუნდით პოლონეთიდან, რუმინეთიდან და ყველა ქვეყნიდან, რადგან საფრთხე მალე აღარ დარჩება. ჩვენ უკვე ჩვენს მომავალზე ვფიქრობთ.

ჩვენ ვესაუბრებით მსოფლიოს ყველა ფინანსურ ინსტიტუტს. ჩვენ ყველა შევთანხმდით, რომ ათობით მილიონი დოლარი გამოიყოფოდა უკრაინის აღსადგენად. ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. გუშინ ისევ მილიონობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში უკრაინის მხარდასაჭერად.

ამ დროისთვის 10 ათასი რუსი ჯარისკაცი იქნა მოკლული. ძალიან ცუდი სანახაობაა, 18-20 წლის ბავშვები არიან. ვერც კი გაიგეს, რატომ დაიღუპნენ, ვერ გაიგეს, რატომ წავიდნენ ომში და რატომ წავიდნენ უცხო მიწაზე. რუსეთს შეეძლო ამ ხალხისთვის სიკვდილის გარდა სხვა რამ მიეცა“. - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისინი ალყაში მოქცეულ ქალაქებში ადამიანების გადასარჩენად მუშაობენ.

„რუსები, რა თქმა უნდა, წააგებენ. ვერავინ დაუდგება მათ წინააღმდეგ, ვინც ასე ძლიერად და უიარაღოდ იცავს სამშობლოს. ჩვენ ძალიან ვღელავთ დღეს ალყაში მოქცეული ქალაქების გამო. განსაკუთრებით ვცდილობთ გადავარჩინოთ ქალები და მოხუცები. ყველამ უნდა დაიცვას თავისი ქალაქი. ჩვენ რაც საჭიროა ყველაფერს ვაკეთებთ. არ ვიცით მოხდება თუ არა წინსვლა მოლაპარაკებებში.” - განაცხადა ზელენსკიმ.


საკვანძო სიტყვები: #რუსეთი , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები