კიევში მრავალსართულიან საცხოვრებელ ბინას რაკეტა მოხვდა

მრავალსართულიან საცხოვრებელ ბინას რაკეტა მოხვდა

1786025
კიევში მრავალსართულიან საცხოვრებელ ბინას რაკეტა მოხვდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში, სადაც რუსული არმია შესვლას ცდილობს, რუსებმა რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს ესროლეს.

რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის ინტენსიური შეტაკებები 3 დღეა გრძელდება.

შეტაკებები ინტენსიურად კიევის გარშემო მიმდინარეობს.

კიევის ლობანოვსკის უბანში, სადაც დროდადრო აფეთქებების და სირენების ხმა ისმის, მრავალსართულიან საცხოვრებელ ბინას რაკეტა მოხვდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა.

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 24 თებერვალს დაიწყო.


საკვანძო სიტყვები: #რუსეთი , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები