დასავლეთმა მკაცრად დაგმო რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში

„ნატო, აშშ-ი და მისი მოკავშირეები რუსეთს პასუხს აგებინებენ“

1784300
დასავლეთმა მკაცრად დაგმო რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, რუსეთის მხრიდან აღმოსავლეთ უკრაინაში დაწყებული სამხედრო ოპერაციის შესახებ თქვა, რომ ისიც მკაცრად გმობს რუსეთის უპასუხისმგებლო და არაგონივრულ თავდასხმას უკრაინაზე, რადგან მისი ეს თავდასხმა საფრთხეს შეუქმნის ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს. “რუსეთმა, მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებებისა და დიპლომატიური მოწოდებებისა, კიდევ ერთხელ აირჩია აგრესიის გზა სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს თავდასხმა არის “საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევა და სერიოზული საფრთხე ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის“, აღნიშნა სტოლტენბერგმა და იქვე მოსკოვს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ქმედება, პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მისივე თქმით, ისინი უკრაინელ ხალხთან ერთად დგანან ამ საშინელ დროს და ნატოს მოკავშირეები გაერთიანდებიან რუსეთის აგრესიული ქმედებების შედეგების მოსაგვარებლად. “ნატო გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა ყველა მოკავშირის დასაცავად“, ხაზი გაუსვა სტოლტენბერგმა.

რუსეთის ოპერაციასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ასევე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროსაბჭოს თავჯდომარემ ჩარლზ მიშელმა, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა რა, მკაცრად დაგმეს რუსეთის უკანონო თავდასხმას უკრაინაზე დახაზი გაუსვეს, რომ კრემლს პასუხისმგებლობის წინაშე დააყენებენ.

ამ დროს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების უმეტესობა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას მოთხოვნით მეორედ შეიკრიბა და მკაცრად დაგმეს უკრაინაში რუსეთის მიერ ინიცირებული სამხედრო ინტერვენცია, რომლითაც რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის პრინციპები და მის ამ ქმედებას "გაეროს პრინციპების უპატივცემულობა" უწოდეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც შეფასება მისცა რა რუსეთის მხრიდან უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყებას, თქვა, რომ "მხოლოდ რუსეთი იქნება პასუხისმგებელი იმ სიკვდილსა და ნგრევაზე, რასაც გამოწვევს ეს თავდასხმა." ბაიდენმა წერილობითი განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მათ აღმოსავლეთ უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. "პუტინმა აირჩია მიზანმიმართული ომი, რომელიც მრავალ სიკვდილიანობას და კატასტროფულ ზარალს თუ ტანჯვას მოუტანს ორივე მხარეს. როგორც თავდამსხმელი, მხოლოდ რუსეთი იქნება პასუხისმგებელი იმ სიკვდილსა და ნგრევაზე, რასაც გამოიწვევს ეს თავდასხმა. აშშ-ი და მისი მოკავშირეები რუსეთს უპასუხებენ ერთიანობით და მონდომებით, რათა მან პასუხი აგოს მსოფლიოს წინაშე," აღნიშნა ბაიდენმა. მისივე თქმით, აშშ-ი და მისი მოკავშირეები რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებენ, მათ შორის იმ კომპანიებსა და მათ ხელმძღვანელებს, რომლებიც მონაწილეობდნენ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“ პროექტის განხორციელებაში

ჰოლანდიის პრემიერ მინისტრი მარკ რუტე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა რუსეთის ოპერაციას აღმოსავლეთ უკრაინაში და აღნიშნა: “ნიდერლანდები მკაცრად გმობს რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე. ჩვენ მჭიდრო კავშირში ვართ ევროკავშირთან, ნატოსთან და სხვა მოკავშირეებთან.“

რუსეთის ქმედებას უკრაინაში, საქართველოც გამოეხმაურა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთის ეს ქმედებები მიუღებელია რა, ისინი უკრაინის გვერდით არიან. საკითხს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც და აღნიშნა: „ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიმართოს ყველა შესაძლებელ ზომას იმისთვის, რომ შეაჩეროს რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევა და თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია“.


საკვანძო სიტყვები: #დაგმობა , #რუსეთი , #დასავლეთი

მსგავსი ინფორმაციები