ჯო ბაიდენი: ”რუსეთი გადაიხდის მძიმე საფასურს”

ბაიდენმა თეთრ სახლში პრესკონფერენცია გამართა

1783283
ჯო ბაიდენი: ”რუსეთი გადაიხდის მძიმე საფასურს”

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა: ”რუსეთი გადაიხდის მძიმე საფასურს”

ბაიდენმა თეთრ სახლში პრესკონფერენცია გამართა.

მან განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომელმაც აღიარა ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა, სურს რეგიონის ხელში ჩაგდება.

„ეს არის ოკუპაციის დასაწყისი. პუტინმა პირდაპირ შეუტია უკრაინის არსებობის უფლებას. რუსეთი საფრთხეს უქმნის გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობას”.

ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ სანქციები დაუწესეს 2 დიდ რუსულ ფინანსურ კომპანიას და სანქციებს დაუწესებენ ასევე პუტინთან დაახლოებულ პირებს.

„თუ რუსეთი განაგრძობს თავდასხმებს, ის გადაიხდის ძალიან მძიმე საფასურს და ჩვენ გავზრდით სანქციებს“. - აღნიშნა ბაიდენმა.

მან აღნიშნა, რომ ისინი არ აპირებენ რუსეთთან ბრძოლას, მაგრამ დაიცავენ ნატოს ტერიტორიებს, ისინი გაზრდიან აშშ-ს ჯარებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში და გააგრძელებენ უკრაინისთვის თავდაცვის იარაღის მიწოდებას.

”ჯერ კიდევ არის დრო, რომ შეიცვალოს ყველაზე უარესი სცენარი”. - თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.


საკვანძო სიტყვები: #ჯო ბაიდენი , #რუსეთი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები