აშშ-მა, დეაშის ლიდერისა და სხვა ტერორისტებისთვის ჯილდო დააწესა

მათზე ნებისმიერი ინფორმაციის გაცემა, 10 მილიონი დოლარი ეღირება

1776629
აშშ-მა, დეაშის ლიდერისა და სხვა ტერორისტებისთვის ჯილდო დააწესა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ავღანეთში მოქმედი დეაშის ლიდერის ანაულა გაფარის, იგივე შაჰაბ ალ-მუჰაჯირისა  და კიდევ მათთვის, ვინც პასუხისმგებლობა იკისრა გასული წლის 26 აგვისტოს. ქაბულის ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ აფეთქებაზე ინფორმაციების მოწოდებისთვის, მთლიანობაში 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო გამოაცხადა. საერთოდ კი, დეაშის ამ ლიდერზე ძებნა, 2015 წლიდან არის გამოცხადებული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია: “სამართლიანობისთვის ჯილდოს პროგრამა, რომელსაც წამართვას საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახური, ითვალისწინებს დეაშის ლიდერ სანაულა გაფარზე, იგივე შაჰაბ ალ-მუჰაჯირზე და კიდევ, 2021 წლის 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში მომხდარ ტერაქტის პასუხისმგებელ პირებზე ისეთი ინფორმაციის გაცემაზე, რომელიც გამოიწვევს მათ დაკავებას და მსჯავრდებას, 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო წესდება.“ როგორც ცნობილია, დეაშის ლიდერად გაფარი დაინიშნა 2020 წლის ივნისში და 2021 წლის 22 ნოემბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, პრეზიდენტის 13224 ნომრიანი ბრძანებულებით იგი შეიყვანა  სპეციალურ გლობალურ ტერორისტთა სიაში.

შეგახსენებთ, რომ ავღანეთიდან აშშ-ის ძალების გაყვანის დროს, კონკრეტულად კი გასული წლის 26 აგვისტოს, ქაბულის ჰამიდ კარზაის აეროპორტის კარიბჭესთან განხორციელებულ ტერაქტს 13 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, ხოლო 170 ავღანელი კი დაიჭრა. გარდა ამისა, დეაშმა აიღო პასუხისმგებლობა იმ თავდასხმაზეც, რომლის დროსაც 170 კაცი დაიჭრა, მათ შორის 18 ამერიკელი ჯარისკაცი.


საკვანძო სიტყვები: #დაეში , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები