აშშ-ი მიესალმა ერდოღანის ვიზიტს კიევში

„ასეთი ვიზიტები აძლიერებს რეგიონალურ თანამშრომლობას“

1773398
აშშ-ი მიესალმა ერდოღანის ვიზიტს კიევში

აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ნედ პრაისი მიესალმა რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტს უკრაინაში და თქვა, რომ ერდოღანის ეს ვიზიტი კიევში ნატოს მოკავშირე თურქეთსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის ნათელი დემონსტრირებაა, რაც საბოლოო ჯამში აძლიერებს რეგიონულ სტაბილურობას. „ჩვენ უკრაინას მივაწოდეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების უპრეცედენტო დონის დახმარება და ამასთან, ჩვენს ნატოს მოკავშირეებსაც უფლება მივეცით, მიეწოდებინათ აშშ-ის წარმოშობის აღჭურვილობანი, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის აგრესიას,“ განაცხადა პრაისმა და იქვე რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს თავისი „დეზინფორმაციული კამპანია“ და ჩაერთოს დიპლომატიასა და დიალოგში კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებისთვის.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #ვიზიტი , #უკრაინა , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები