ნიგერიაში „ლასას“ ეპიდემიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ნიგერიაში „ლასას“ ეპიდემიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

1771051
ნიგერიაში „ლასას“ ეპიდემიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

აფრიკის სახელმწიფო ნიგერიაში გავრცელებული ე.წ. „ლასას“ ციებ-ცხელების გამო, სიკვდილიანობა დღითიდღე იზრდება რა, დაღუპულთა რიცხვმა უკვე 32-ს მიაღწია. ნიგერიის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ხსენებული ეპიდემიის გამო ბოლო 2 დღეში კიდევ 6 ადამიანი დაიღუპა რა, 3 იანვრიდან დღემდე დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა, ხოლო საერთო ინფიცირებულთა რაოდენობამ კი დედაქალაქ აბუჯაში და კიდევ 11 პროვინციაში 170-ს მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ  ხსენებული ეპიდემია, რომელიც ყოველწლიურად იზრდება გვალვის სეზონზე ნოემბერსა და მაისში, გასულ წელს მთლიანობაში 102 ადამიანი დაიღუპა. ლასას ცხელება რომელიც პირველად 1969 წელს ნიგერიის ბორნოს შტატში გავრცელდა, ხოლო შემდეგ აფრიკის მრავალ ქვეყანაში, მათ შორის მალიში, ტოგოში, განაში, ლიბერიასა და სიერა ლეონეში, 2019 წლის იანვარში, ნიგერიის მთავრობამ ლასას ცხელების გამო „საგანგებო მდგომარეობა“ გამოაცხადა. დაავადება, რომელიც თაგვის განავალთან კონტაქტით გადადის, შეიძლება გადავიდეს ადამიანიდან ადამიანზე და გამოიწვიოს ფატალური ჰემორაგიული ცხელება. ამიტომაც ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დაიცვან ჰიგიენა და ხელით არ შეეხონ თაგვებს და სხვა მღრღნელებს.


საკვანძო სიტყვები: #ლასას ციებ-ცხელება , #ნიგერია

მსგავსი ინფორმაციები