მაგდალენა ანდერსონის სახლში არალეგალი მიგრანტი დააკავეს

მაგდალენა ანდერსონის სახლში არალეგალი მიგრანტი დააკავეს

1759948
მაგდალენა ანდერსონის სახლში არალეგალი მიგრანტი დააკავეს

გაირკვა, რომ შვედეთის პრემიერ მინისტრის მაგდალენა ანდერსონის სახლში 25 წლის დამლაგებელი ქალი, რომელსაც ქვეყანაში ბინადრობის ნებართვა არ აქვს, დააკავეს. პრემიერ-მინისტრ ანდერსონის დედაქალაქ სტოკჰოლმში მდებარე სახლში, როდესაც უსაფრთხოების ზარმა ცრუ განგაში გასცა, ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა სახლში მიაკვლიეს დამლაგებელ ქალს, რომელსაც არ ჰქონდა ბინადრობის და მუშაობის ნებართვა. შემთხვევა გასული წლის 21 დეკემბერს მოხდა.

გაზეთ Expressen-ის ინფორმაციით, ქალმა ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2020 წლის მარტში შვედეთში თავშესაფარზე უარი მიიღო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალი, რომელიც 2020 წლის სექტემბერში მაღაზიაში ქურდობისთვის იყო ნასამართლევი, პოლიცია მას შემდეგ ეძებდა.

მეორეს მხრივ, ოპოზიცია მომხდარს „სუფთა კარის სკანდალად“ აფასებს.



მსგავსი ინფორმაციები