ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კვლავ იზრდება

ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კვლავ იზრდება

2135742
ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კვლავ იზრდება

ბრაზილიაში უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 76 ადამიანი დაიღუპა, დაკარგულთა რაოდენობა კი 103-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ დრომდე ქვეყნის სამხრეთით მდებარე რიო გრანდე დუ სოლის რეგიონში მოსახლეობა საკვებისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. ამასთან, წყალდიდობის შედეგად დაახლოებით 421 ათასი ადამიანი დაზარალდა, რომელთაგან 115 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

სტიქიის შედეგად დაზარალებულ რეგიონში ჩავიდა ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა, რათა ადგილობრივ ხელისუფლებასთან სამაშველო სამუშოების მიმდინარეობის პროცესი განეხილა. სამაშველო პროცესში ჩართული არიან მოხალისეებიც.

ძლიერი წვიმების შედეგად წარმოქმნილი წყალდიდობის გამო რეგიონებში განადგურებულია საავტომობილო გზები და ხიდები.



მსგავსი ინფორმაციები