ნიგერიაში წითელას შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ნიგერიაში წითელას შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

2135933
ნიგერიაში წითელას შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ნიგერიის ადამავას შტატში წითელას ეპიდემიის შედეგად დაღუპული ბავშვების რიცხვი 42-მდე გაიზარდა.

ადამავას  შტატის ჯანდაცვის კომისარმა ფელიქს ტანგვამმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ეპიდემია აგრძელებს გავრცელებას შტატის მუბისა და გომბის რეგიონებში.

მისივე თქმით, წითელას ეპიდემიით ამ დროისთვის 308 ბავშვია დაინფიცირებული და ეპიდემიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა.

ტანგვამამ განაცხადა, რომ ეპიდემიის სხვა შტატებში გავრცელების თავიდან ასაცილებლად ქვეყანაში წითელას განგაში დაწესდა.

შეგახსენებთ, რომ წითელა იწყება ცხელებით, დაღლილობით, ხველებით, ცხვირიდან და თვალების სიწითლით, რასაც მოჰყვება გამონაყარი; მას შეუძლია გამოიწვიოს ყურის ინფექცია, დიარეა, პნევმონია და ტვინის დაზიანება, საბოლოოდ კი სიკვდილი.



მსგავსი ინფორმაციები