ხანძარ „დიქსის“ კონტროლი ჯერ კიდევ ვერ ხერხდება

ხანძარ „დიქსის“ კონტროლი ჯერ კიდევ ვერ ხერხდება

1688170
ხანძარ „დიქსის“ კონტროლი ჯერ კიდევ ვერ ხერხდება

ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მძვინვარე ხანძარ „დიქსის“ კონტროლი ჯერ კიდევ ვერ ხერხდება.

კალიფორნიის სატყეო და სახანძრო დაცვის დეპარტამენტის (Cal Fire) განცხადების თანახმად, „დიქსი“, რომელიც მესამე კვირაა გრძელდება, დაფიქსირდა, როგორც შტატის ისტორიაში მეორე უდიდესი ხანძარი.

მათივე ინფორმაციით, რეგიონში 187 000 ჰექტარზე მეტი მიწა მთლიანად დაიწვა, ასევე ისტორიული ქალაქი გრინვილი მთლიანად განადგურდა და მრავალი შენობა გამოუყენებელი გახდა.

მეორეს მხრივ, აშშ-ს ეროვნული უწყებათაშორისი სახანძრო ცენტრის განცხადებით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ქვეყნის მასშტაბით 37000-ზე მეტი ხანძრის შედეგად 3 მილიონ ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი დაიწვა.


საკვანძო სიტყვები: #დიქსი , #ხანძარო

მსგავსი ინფორმაციები