აშშ  დამოუკიდებლობის 245-ე წელს ზეიმობს

აშშ  დამოუკიდებლობის 245-ე წელს ზეიმობს

1670204
აშშ  დამოუკიდებლობის 245-ე წელს ზეიმობს

ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის 245-ე წელს ზეიმობს. დამოუკიდებლობის დღე, დედაქალაქ ვაშინგტონსა და ნიუ-იორკის ჩათვლით მრავალ ქალაქში ფეიერვერკით და სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა.

შეგახსენებთ, რომ 4 ივლისს  ამერიკის დაბადების დღესაც უწოდებენ, ვინაიდან ამ დღეს, ამერიკის 13-მა კოლონიამ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი სახით ჩამოყალიბებას. ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაული ფედერალურ უქმე დღედ არის გამოცხადებული.

მეორეს მხრივ, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თეთრი სახლის ეზოში, ამერიკელ ჯარისკაცებს და მათ ოჯახებს წვეულება მოუწყო.


საკვანძო სიტყვები: #აშშ

მსგავსი ინფორმაციები