ბირმაში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 759-მდე გაიზარდა
ბირმაში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 759-მდე გაიზარდა
ბირმაში (მიანმარი) სამხედრო გადატრიალების საწინააღმდეგო აქციების დროს დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებების შედეგად ბოლო მონაცემებით დაღუპყლთა რიცხვი 759-მდე გაიზარდა.
მიანმარის პოლიტპატიმრების დახმარების ორგანიზაციიდან (AAPP) გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების დროს სამხედროებმა და პოლიციელებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ნამდვილი ტყვიები გამოიყენეს, რის გამოც კიდევ 3 ადამიანი დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით ასევე 3461 ადამიანი დააკავეს.
ცნობისათვის, მდინარე წლის 1 თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. დააკავეს სახელმწიფოს ფაქტობრივი ლიდერი, აუნ სან სუ ჩი, ქვეყნის პრეზიდენტი ვინ მინი და პოლიტიკური ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლები.
ამის შემდეგ კი ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო.