ამერიკაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
ამერიკის შტატ ალასკაში გუშინ ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა.
1610314
ამერიკის შტატ ალასკაში გუშინ ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა.
შტატის კნიკის მყინვარის რეგიონში Eurocopter AS50-ის ტიპის ვერტმფრენმა ჯერ-ჯერობოთ დაუდგენელი მიზეზების გამო კატასტროფა განიცადა.
ავიაკატასტროფის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე ალასკის სამაშველო საკოორდინაციო ცენტრის სამაშველო ჯგუფი ჩავიდა.
დაღუპულთა ვინაობის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა, ტრანსპორტირების უსაფრთხოების ეროვნულმა ორგანიზაციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.