კიოტოს დეკლარაცია მიღებულია

კონგრესი 12 მარტამდე გაგრძელდება

1597030
კიოტოს დეკლარაცია მიღებულია

იაპონიაში მიმდინარე გაეროს დანაშაულისა და სისხლის სამართლის პრევენციის მე-14 კონგრესზე მიღებულ იქნა ე.წ. "კიოტოს დეკლარაცია", რომელიც ხაზს უსვამს დანაშაულისა და სისხლის სამართლის საკითხებში კანონის უზენაესობის აღიარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობას. კონგრესს ქალაქი კიოტო მასპინძლობს და მასში მონაწილეობას იღებს 152 წევრი ქვეყანა, 37 საერთაშორისო ორგანიზაცია, 114 არასამთავრობო ორგანიზაცია, სულ  5600 ადამიანი და ონლაინ ფორმატში მიმდინარე ეს კონგრესი 12 მარტამდე გაგრძელდება. "კიოტოს დეკლარაცია", რომელიც მიღებულია საერთაშორისო თანამშრომლობის საგზაო რუკად და რომელიც მიზნად ისახავს დანაშაულის პრევენციას და სისხლის სამართლის უზრუნველყოფას მომდევნო 5 წლის განმავლობაში, კონგრესის გახსნაში მონაწილე დელეგატებმა ერთხმად მიიღეს. ამავე კონგრესზე წაკითხული იქნა გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერესის, გაეროს 75-ე გენერალური ასამბლეის თავჯდომარის ვოლქან ბოზქირისა და გაეროს ნარკომანიისა და დანაშაულის ოფისის ხელმძღვანელის გადა ფატჰი ვალის მისასალმებელი მესიჯები. იაპონიის პრემიერ მინისტრმა სუგა იოშიჰიდემ, რომელიც კონგრესს ესწრებოდა ვიდეო კონფერენციის საშუალებით, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კიოტოს დეკლარაციის განხორციელებაში და  ინკლუზიური, უსაფრთხო საზოგადოებების შესაქმნელად ყველაფერს გააკეთებენ



მსგავსი ინფორმაციები