ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 2 მილიონ 327 ათას 360-ს გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 2 მილიონ 327 ათას 360-ს გადააჭარბა

1579144
ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 2 მილიონ 327 ათას 360-ს გადააჭარბა
super covid19.jpg

ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 2 მილიონ 327 ათას 360-ს, ვირუსით დაავადებულთა რიცხვმა 106 მილიონ 691 ათასს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა 78 მილიონ 379 ათასს გადააჭარბა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ეპიდემიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 474 ათას 933-ს, შემთხვევათა კი 27 მილიონ 611 ათას 400-ს მიაღწია.

დიდ ბრიტანეთში ვირუსის გამო, ბოლო 24 საათის განმავლობაში 373 ადამიანი გარდაიცვალა და 15,845 დაავადდა. ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობამ 112 ათას 465, ხოლო ინფიცირებულთა 3 მილიონ 945 ათას 680 შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებულ კვლევის თანახმად, ქვეყანაში 16 წლამდე დაახლოებით 500 ათასი კოვიდ-19-ის შემთხვევიდან 74 ათასში ტესტების დადებითი პასუხების შემდეგ მე -5 კვირის ბოლოსაც კი სიმპტომები აღენიშნებოდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ დიდ ბრიტანეთში ადამიანთა რიცხვი, რომლებმაც კოვიდ -19 ვაქცინის პირველი დოზა მიიღეს 12 მილიონ 14 ათას 288-ს მიაღწია.

იტალიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ეპიდემიის გამო გარდაცვლილთა რიცხვი 270-ით 91 273-მდე გაიზარდა. ინფიცირებულთა რიცხვმა კი 11 ათას 641-ით 2 მილიონ 636 ათას 738-მდე მოიმატა.

საფრანგეთში, ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის გამო 171 ადამიანი გარდაიცვალა 19 ათას 715 დაავადდა.

ჩინური ფარმაცევტული კომპანია Sinopharm-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 300,000 დოზით პირველი პარტია პერუში ჩაიტანეს. პერუს პრეზიდენტმა ფრანსისკო საგასტიმ Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: "ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ ვაქცინაცია მათთვის, ვინც სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს ჩვენთვის და იბრძვის ფრონტის წინა ხაზზე". პერუში, სადაც ეპიდემიის შედეგად დღემდე 42 ათას 308 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რიცხვმა 1 მილიონ 186 ათას 698-ს მიაღწია.


საკვანძო სიტყვები: #COVID19 , #კოვიდ-19 , #ახალი ტიპის

მსგავსი ინფორმაციები