აქტუალური თემის ანალიზი 53

2020 წელთან გამომშვიდობებისას....

1555297
აქტუალური თემის ანალიზი 53

 

ალბათ შეცდომაში არ ჩაგვეთვლება, თუ ვიტყვით, რომ გლობალური მასშტაბით 2020 წელი ძალიან რთული იყო ყველასათვის. განსაკუთრებით კოვიდის ეპიდემიის გავრცელებასთან ერთად, რომელიც პირველად ჩინეთში დაფიქსირდა და შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა, დიდი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური გამოწვევები მოხდა რა, დიდი საფასურები იქნა გადახდილი თუნდაც ადამიანების  სიკვდილის რაოდენობით და ამას არც თურქეთი გადაურჩა. კორონავირუსის პარალელურად კონფლიქტებიც გრძელდებოდა მსოფლიოს მრავალ ნაწილში, ხოლო არასტაბილურობებს კი, სტიქიური უბედურებებიც მოჰყვა. დღეს, კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებით, 2021 წელს დიდი ოპტიმიზმით ვხვდებით, თუმცა, არავინ არ იცის თუ რას გვპირდება ეს ახალი წელი, ვინაიდან, გაურკვევლობა მაინც გრძელდება..... ახლა ამ თემაზე გთავაზობთ SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის მკვლევარ ჯან აჯუნის ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს...

    

როგორც ცნობილია 2020 წლის დასაწყისში ვირუსი სახელწოდებით Covid/კოიდ-19, რომელიც პირველად ჩინეთის ქალაქ ვუჰანში გამოვლინდა, ეტაპობრივად გავრცელდა მთელს მსოფლიოში. წინა კორონას ტიპის ვირუსებისგან განსხვავებით, ეს ვირუსი, რომელიც ბევრად უფრო სწრაფად გავრცელდა, ეტაპობრივად პანდემიაში გადაიზარდა და მოედო მთელს დედამიწას. დაავადების სწრაფად გავრცელებისა და ადამიანების სიკვდილის მომრავლების კვალდაკვალ გარდაუვალი გახდა ისეთი მკაცრი ზომების მიღება, რომლებიც პირდაპირ უარყოფითად აისახა ჩვენს ყოველდღიური ცხოვრების წესზე.

ნიღბების ტარება, პირადი ჰიგიენა და დისტანციის დაცვა აუცილებლობა გახდა, ხოლო მათ პარალელურად დროდადრო სრული საკარანტინო ზომებიც იქნა განხორციელებული. პანდემიამ შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებიც გამოსცადა. ამ კონტექსტში მსოფლიოში ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანა გახდა თურქეთი, რომელმაც მართლაც კარგად გაართვა თავი პანდემიას და შეიძლება ითქვას, რომ სამაგალითო ქვეყნის სახელიც დაიმსახურა. ამას კი ხელი შეუწყო ბოლო წლებში ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულმა ინვესტიციებმა,  ახლად აშენებულმა ე.წ. საქალაქო საავადმყოფოებმა, ადგილობრივი რესურსებით შექმნილმა სასუნთქმა აპარატებმა და ა.შ. რომელთა მეშვეობითაც თურქეთმა, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, შედარებით უფრო მცირედი მსხვერპლი გაიღო და უფრო უმტკივნეულოდ გაუძლო ვითარებას და ასე გრძელდება დღემდე. თუმცა, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, უფრო მტკივნეული გახდა მისთვის ეკონომიკური სფერო, სადაც ყველაზე მეტად შეიგრძნო გლობალური პანდემიის ცუდი შედეგები

აშშ-ი იყო ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც პანდემიის უარყოფითი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გავლენა ყველაზე მეტად გამოვლინდა. ამ ქეყანაში პანდემიის პროცესის ცუდი მართვის გამო მილიონობით ადამიანი დაინფიცირდა ვირუსით, 300 ათასზე მეტი გარდაიცვალა, ხოლო ათობით მილიონი ადამიანი კი უმუშევარი დარჩა. გარდა ამისა, პანდემიამ პირდაპირი გავლენა მოახდინა აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო მარათონზეც, რომლის ფარგლებშიც ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ტრამპმა, მწარე მარცხი იწვნია მეტოქე ჯო ბაიდენისგან

ეს პროცესი კარგად ვერ იქნა მართული ასევე დასავლეთის ისეთ ქვეყნებშიც, როგორებიცაა იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი და ინგლისი და ამ ქვეყნებმა უფრო მძიმე შედეგები გაიღეს, ვიდრე დანარჩენმა მსოფლიომ. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ შორეული აზიის ქვეყნებმა დასავლეთთან შედარებით უკეთესი გამოცდა ჩააბარეს

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი იყო ვირუსის გავრცელების სამშობლო, იგი მაინც სწრაფად გამოჯანმრთელდა, ხოლო ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა კორეა და ვიეტნამი, შეძლეს პროცესის მართვა შედარებით მცირე ზიანით. მრავალი ექსპერტის აზრით, პანდემიამ გამოავლინა, რომ დასავლეთთის საწინააღმდეგოდ, აღმოსავლეთი შედარებით უფრო ადვილად გაუმკლავდა პროცესს და ამით დაიმსხვრა მითი დასავლეთის უფრო განვითარებულობის თაობაზე

ეს შეიძლება სიმართლეც იყოს, ანდა, შეიძლება ადამიანების ცხოვრების წესმა გავლენა იქონია მასზე. ამასთან, უდავოა ის ფაქტი, რომ დასავლურ სამყაროში პანდემიით გამოწვეული ზიანი დააჩქარებს აღმოსავლეთის პროგრესს, რომელიც შედარებით უფრო სწრაფია, ვიდრე დასავლეთისა, წერს SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის მკვლევარი ჯან აჯუნი



მსგავსი ინფორმაციები