ანტონიო გუტერესი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს

ანტონიო გუტერესი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს

1547567
ანტონიო გუტერესი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა განაცხადა, რომ  ახალი ტიპის კორონავირუსის  (კოვიდ-19) ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლა საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში უნდა მოხდეს. ანტონიო გუტერესმა ამის შესახებ ბერლინში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰეიკო მასთან გამართული შეხვედრის შემდეგ  ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციის დროს  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ შექმნილი Covid-19 ვაქცინების გლობალური წვდომის პროგრამის (COVAX) მხარდაჭერა მოითხოვა და დასძინა, რომ ზოგიერთმა ქვეყნებმა საჭიროზე მეტი ვაქცინა შეიძინა რა, მათ განვითარებად ქვეყნებს უნდა გადასცენ ზედმეტი ვაქცინა. გუტერესმა ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლა, საერთაშორისო თანამშრომლობით და არა ნაციონალიზმით უნდა მოხდეს.



მსგავსი ინფორმაციები