აშშ-ში ქარიშხალის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში ქარიშხალის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

2144659
აშშ-ში ქარიშხალის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

11 ადამიანი დაიღუპა ქარიშახლის შედეგად, რომელმაც დააზარალა აშშ-ში ტეხასის, ოკლაჰომასა და არკანზასის შტატები.

ტეხასის ქუქის რეგიონის შერიფმა რეი საპინგტონმა შტატში მომხდარი შტორმის შესახებ განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, დაღუპულთაგან 3 ერთი ოჯახის წევრები არიან  და ქარიშხალის შედეგად ასევე ბევრი ადამიანი დაშავდა.

საპინგტონმა განაცხადა, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება და არსებობს საშიშროება, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.

უფლებამოსილთა თქმით, ტეხასის შტატში 7 ადამიანი დაიღუპა, 2 კი არკანზასისა და ოკლაჰომას შტატებში.

ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და სახლები.


საკვანძო სიტყვები: #ქარიშხალი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები