დიდი ბრიტანეთში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება

დიდი ბრიტანეთში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება

2143430
დიდი ბრიტანეთში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ საყოველთაო არჩევნები 4 ივლისს გაიმართება.

განცხადება რიში სუნაკმა პრემიერის ოფისის წინ ყოველკვირეული კაბინეტის სხდომის შემდეგ გააკეთა.

სუნაკმა, რომელმაც სიტყვა იმით დაიწყო, რომ ქვეყანამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ (1939-1945) ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე რთული პერიოდები გამოიარა, განაცხადა, რომ ქვეყანა ამ სირთულებს ებრძვის.

მან აღნიშნა, რომ ეკონომიკური სტაბილურობა ყველა წარმატების საფუძველია და ბრიტანეთის ეკონომიკა აგრძელებს ზრდას და ინფლაცია ნორმალურ კალაპოტს დაბრუნდა.

მისივე თქმით, საპროცენტო განაკვეთები დაეცა და მთავრობის გეგმა მუშაობს და იცის, რომ ბევრი ადამიანისთვის მდგომარეობა ამ დროისთვის ადვილი არ არის.

სუნაკმა განაცხადა, რომ კითხვა, რომელიც ახლა უნდა დაუსვან ერს, არის "ვის ენდობით?" და განაგრძო: "ახლა არის დრო, რომ ინგლისმა აირჩიოს თავისი მომავალი. დროა გადავწყვიტოთ, გვსურს თუ არა დავეყრდნოთ ჩვენს მიღწეულ პროგრესს, თუ დავუბრუნდეთ გეგმის გარეშე საწყისს. მე შევხვდი ინგლისის მეფეს ( ჩარლზ) და მოვითხოვე პარლამენტის დათხოვნა. მეფემ მიიღო ეს მოთხოვნა და 4 ივლისს ჩვენ გვექნება საყოველთაო არჩევნები“.

სუნაკი ამტკიცებს, რომ მთავარ ოპოზიციურ ლეიბორისტულ პარტიას არ აქვს სამომავლო გეგმა ბრიტანეთისთვის და მოუწოდა ამომრჩევლებს აირჩიონ პარტია, რომელსაც აქვს მკაფიო გეგმა და გაბედული ქმედება ქვეყნისთვის.

გამოსვლის დასასრულს პრემიერ მინისტრმა სუნაკმა განაცხადა, რომ ის იბრძოლებს ყველა ხმისთვის საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, მოიპოვებს ამომრჩეველთა ნდობას და რომ მხოლოდ კონსერვატიული პარტიის მთავრობა მისი ხელმძღვანელობით უზრუნველყოფს ეკონომიკურ სტაბილურობას.



მსგავსი ინფორმაციები