ნევადას შტატში შეიარაღებული კონფლიქტის დროს 4 ადამიანი დაიღუპა

ამერიკის ნევადას შტატის ქალაქ ჰენდერსონში შეიარაღებული კონფლიქტის დროს 4 ადამიანი დაიღუპა

1522521
ნევადას შტატში შეიარაღებული კონფლიქტის დროს 4 ადამიანი დაიღუპა

ამერიკის ნევადას შტატის ქალაქ ჰენდერსონში შეიარაღებული კონფლიქტის დროს 4 ადამიანი დაიღუპა.

ქალაქ ჰენდერსონში პოლიციის სამმართველოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სროლის ხმის თაობაზე შესული შეტყობინების შემდეგ პოლიცია შემთხვევის ადგილზე მივიდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიციამ შენობის პარკირების ტერიტორიაზე დაჭრილი 3 ადამიანი იპოვა, მათ შორის ერთი ეჭვმიტანილი.

პოლიციის ეჭვმიტანილთან კონტაქტის დამყარების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ეჭვმიტანილთან ან ეჭვმიტანილებთან შეტაკების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

მომხდარის დეტალების და გარდაცვლილი ადამიანების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, მხოლოდ აღინიშნა, რომ გამოძიება გაგრძელდა.


საკვანძო სიტყვები: #თავდასხმა , #ნევადა , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები