ვოლკან ბოზკირი მოვალეობის შესრულებას შეუდგა

გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის თავმჯდომარე ვოლკან ბოზკირი, მოვალეობის შესრულებას შეუდგა

1491605
ვოლკან ბოზკირი მოვალეობის შესრულებას შეუდგა

გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის თავმჯდომარე ვოლკან ბოზკირი, მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

გაეროს ცენტრში გამართულ ცერემონიაზე ბოზკირმა მოვალეობა გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის თავმჯდომარე ტიჟან მუჰამედ-ბანდესგან გადაიბარა.

ბოზკირმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) ეპიდემიამ გაეროს 75-ე გენერალური ასამბლეის გეგმები შეცვალა და დაამატა: ”დღეს ჩვენი ნიღბები გვახსენებს ძალიან სერიოზულ საფრთხეს, რომლის წინაშეც ვდგავართ, დაღუპულებს, პრობლემებს, რომელთა გადალახვაც გვჭირდება და რომ ყველანი ერთ გემზე ვიმყოფებით.”

მან აღნიშნა, რომ პანდემია მრავალმხრივი სისტემის კრიტიკოსებმა ცალმხრივი ნაბიჯების ლეგიტიმაციისა და საერთაშორისო სისტემების შესუსტების მიზნით გამოიყენეს და ყურადღება გაამახვილა მასზე, რომ ამ პერიოდში საერთაშორისო სისტემები და ორგანიზაციები ეჭვქვეშ დადგნენ, ამ კრიტიკის საყრდენი აქვს, მაგრამ არასწორი დასკვნების გაკეთება მოხდა.

ბოზკირმა, რომელმაც გლობალური კრიზისის პანდემიის წინააღმდეგ სოლიდარობის, თანამშრომლობისა და საერთაშორისო ინსტიტუტებისადმი რწმენის განმტკიცების გზავნილები გააკეთა, აღნიშნა: ”ამ პანდემიას ვერცერთი ქვეყანა მარტო ვერ დაამარცხებს. სოციალური დისტანცირება საერთაშორისო დონეზე ვერ დაეხმარება. ცალმხრივი ნაბიჯები მხოლოდ აძლიერებს პანდემიას და გვაშორებს ჩვენს საერთო მიზანს. კრიზისის ასეთ პერიოდში ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა განმტკიცდეს რწმენა მრავალმხრივი თანამშრომლობისა და საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ, ისევე ეს გაერო ცენტრშია. ”

ივნისში გენერალური ასამბლეაზე 178 ქვეყნის მხარდაჭერით თურქეთიდან გაეროს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარედ არჩეული ბოზკირი ამ მოვალეობის შესრულებას 2021 წლის სექტემბრამდე გააგრძელებს.



მსგავსი ინფორმაციები