ჯოზეფ ბორელიმ თურქეთის შესახებ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ჯოზეფ ბორელიმ თურქეთის შესახებ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1491042
ჯოზეფ ბორელიმ თურქეთის შესახებ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა  წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელიმ განაცხადა, რომ თურქეთსა და ევროკავშირს შორის დაპირისპირება პრობლემებს ვერ მოაგვარებს, პირიქით, თურქეთთან არსებული პრობლემების მოგვარების ერთადერთი გამოსავალი გზა,  დიალოგი და მოლაპარაკებების წარმოებაა. მან ამის შესახებ, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში,  აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთ-თურქეთს შორის არსებული სიტუაციის  მოვლენებზე მიმდინარე განხილვების დროს განაცხადა. ბორელიმ ისიც აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში არსებული დაძაბულობის შესამცურებლად მთელი ზაფხულის განმავლობაში დიდი შრომა გასწია, მაგრამ, უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო. მან თურქული სეისმური გემის   სახელწოდებით, „MTA Oruç Reis“-ის ანტალიის პორტში დაბრუნებაზეც გაამახვილა ყურადღება და ეს ფაქტი, ანკარის მხრიდან გადადგმულ დადებით ნაბიჯად შეაფასა. ჯოზეფ ბორელიმ ბოლოს ისიც შეახსენა დამსწრე საზოგადოებას, რომ თურქეთ-ევროკავშირს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობა გრძელდება, მათ შორის მიგრანტთა საკითხში და ასევე ისიც უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ თურქეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა.



მსგავსი ინფორმაციები