ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 900 ათასს გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 900 ათასს გადააჭარბა

1487667
ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 900 ათასს გადააჭარბა
super covid19 ispanya

ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 900 ათასს , შემთხვევების რაოდენობამ 27 მილიონ 682 ათასს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 19 მილიონ 734 ათასს გადააჭარბა.

იტალიაში, ბოლო 24 საათში ახალი ტიპის კორონავირუსის გამო 10 ადამიანი გარდაიცვალა და ამით მთლიანი რიცხვი 35,563-მდე გაიზარდა. 1,370 ახალი შემთხვევით, კოვიდ -19-ით დაავადებულთა რაოდენობა 280 ათას 153-მდე ავიდა. პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ამჟამად არსებული ზომების ფარგლებში ზოგიერთ ქვეყანაში მოგზაურობის აკრძალვები 7 ოქტომბრამდე გააგრძელა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საფრანგეთში 38 ადამიანის გარდაცვალების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30 ათას 764-მდე გაიზარდა, ხოლო 6 ათას 544 ახალი შემთხვევით ინფიცირებულთა რიცხვი 335 ათას 524-მდე გაიზარდა. ქვეყანაში დადებითი ტესტების მაჩვენებელმა 5,2 პროცენტამდე მოიმატა.

ესპანეთში, კოვიდ-19-ით, ბოლო კვირაში 261 ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 8 ათას 964 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რითაც ინფიცირებულთა რიცხვი 534 ათას 513-მდე გაიზარდა. იმავდროულად, ესპანეთის მასშტაბით ახალი სასწავლო წლის ეტაპობრივად დაწყების ფარგლებში, მადრიდის საბავშვო ბაღებსა და დაწყებით სკოლებში გუშინ სწავლა დაიწყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოვიდ -19-ის შემთხვევის გამო ქალაქში ფრანგულ ლიცეუმში კარანტინი გამოცხადდა და მოსწავლეები სახლებში გააგზავნეს.

პორტუგალიის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 3 ადამიანი გარდაიცვალა და 388 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რითაც ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა ათას 846-მდე, ხოლო შემთხვევების რაოდენობა კი 60 ათას 895-მდე გაიზარდა.



მსგავსი ინფორმაციები