ლიბიასა და ეგვიპტეს შორის დაძაბულობა იზრდება

ლიბიასა და ეგვიპტეს შორის დაძაბულობა იზრდება

1440911
ლიბიასა და ეგვიპტეს შორის დაძაბულობა იზრდება

ლიბიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ფეთჰი ბაშაღამ განაცხადა, რომ მათ არ სურთ ეგვიპტის უსაფრთხოების ზარალი, მაგრამ ისინი ასევე მზად არიან იბრძოლონ თავიანთი ქვეყნის დასაცავად. ლიბიასა და ეგვიპტეს შორის დაძაბულობამ პიკს, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდულ-ფათაჰ ალ-სისის  „ქალაქები სურთი და ელ-ჯუფრა ჩვენი წითელი ხაზია“ სახის განცხადებების გაკეთებას მოჰყვა. ლიბიის შინაგან საქმეთა მინისტრი ფეთჰი ბაშაღა სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ  მოძმე ეგვიპტის მმართველებს ავიწყდებათ, რომ ლიბიის ხალხი იზიარებს საერთო ისტორიას, რწმენას და ბედს ეგვიპტესთან.

„ჩვენ ეგვიპტის უსაფრთხოებისთვის ზარალის მიყენებას არასოდეს არ ვფიქრობთ. რადგან ეს შეუქცევადი გზაა ორივე ქვეყნისთვის. წითელი ხაზები შედგენილია ლიბიელთა სისხლით. ლიბიელები მშვიდობის დასამყარებლად მზად არიან მათთან ვისაც მშვიდობა სურს. თავდასხმის მიზნით არა მაგრამ, თავდაცვის მიზნით ჩვენი ქვეყნის დასაცავად, ბრძოლისთვისაც მზად ვართ“ აცხადებს ლიბიის შინაგან საქმეთა მინისტრი სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში.

მეორეს მხრივ, ლიბიის პრემიერ-მინისტრმა ფაიეზ ალ-სარაჯიმ, სურთის და ელ-ჯუფრას ქალაქებში ოპერაციების მწარმოებელი გენერალი,  იბრაჰიმ აჰმედ ბეითულმალი მიიღო. მთავრობის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანამხად, შეხვედრაზე სურთიში და ელ-ჯუფრაში მიმდინარე ოპერაციები იქნა განხილული.


საკვანძო სიტყვები: #დაძაბულობა , #ეგვიპტე , #ლიბია

მსგავსი ინფორმაციები