ახალი ტიპის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 4 მილიონ 627 ათასს გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 4 მილიონ 627 ათასს გადააჭარბა

1439641
ახალი ტიპის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 4 მილიონ 627 ათასს გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) მსოფლიოს მასშტაბით გარდაცვლილთა რიცხვმა 462 ათასს, დაავადებულთა 8 მილიონ 766 ათასს და გამოჯანმრთელებულთა კი 4 მილიონ 627 ათასს გადააჭარბა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 120 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 2 მილიონ 276 ათასზე მეტი დაავადდა, ფლორიდის შტატი შესაძლოა ქვეყნის ეპიდეემის ახალ ცენტრად გადაიქცეს. შტატში ბოლო 24 საათში 3 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 3 ათას 822 დაინფიცირდა, რითაც დაავადებულთა რიცხვი 89 ათასს გადასცდა. ალაბამაში, არიზონაში, კალიფორნიაში, ნევადაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ოკლაჰომაში, ორეგონში, სამხრეთ კაროლინაში და ტეხასში კოვიდ-19-ის შემთხვევები ისევ გაიზარდა.

იტალიაში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო 24 საათში 47-ით 34 ათას 561-მდე გაიზარდა. აქტიური შემთხვევების რიცხვი 1558-ით 21 ათას 543-მდე შემცირდა და დაავადების ახალი 251 შემთხვევა დაფიქსირდა.

საფრანგეთში ეპიდემიის გამო ბოლო 24 საათში საავადმყოფოებში 14 ადამიანი დაიღუპა, რითაც გარდაცვლილთა რიხვი 29 ათას 617-მდე, დაავადებულთა კი 811 - ით 196 ათას 857-მდე გაიზარდა.



მსგავსი ინფორმაციები