ნატო-მ მიიღო საოპერაციო გეგმა კოვიდ-19-ის შესაძლო მეორე ტალღის წინააღმდეგ

ნატო-მ მიიღო საოპერაციო გეგმა კოვიდ-19-ის შესაძლო მეორე ტალღის წინააღმდეგ

1439024
ნატო-მ მიიღო საოპერაციო გეგმა კოვიდ-19-ის შესაძლო მეორე ტალღის წინააღმდეგ

ნატო-მ მიიღო საოპერაციო გეგმა ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) შესაძლო მეორე ტალღის წინააღმდეგ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა: „ნატო ემზადება შესაძლო მეორე ტალღისთვის. თავდაცვის მინისტრებმა ახალი საოპერაციო გეგმის, სამედიცინო აღჭურვილობის მომარაგების და აუცილებელი სამედიცინო მასალების სწრაფი მიწოდებისთვის ახალ ფონდზე შეთანხმებას მიაღწიეს.“

სტოლტენბერგმა, ვიდეოკონფერენციის საშუალებით ჩატარებული თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენცია გამართა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო-ს მთავარი ამოცანაა თავდაცვისა და შეკავების შეთავაზება და დაამატა, რომ თავდაცვის მინისტრებმა მეორე დღის სხდომებზე კოვიდ-19-ის ეპიდემიის შესაძლო მეორე ტალღისთვის მზადყოფნის გეგმა განიხილეს.

სტოლტენბერგის თქმით, ჯანდაცვის წარმომადგენლებმა გააფრთხილეს შესაძლო მეორე ტალღის წინააღმდეგ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯანდაცვის კრიზისის უსაფრთხოების კრიზისად გადაქცევის აღკვეთა უნდა მოხდეს.



მსგავსი ინფორმაციები