მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 2 მილიონ 847 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 2 მილიონ 847 ათასს გადააჭარბა

1426911
მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 2 მილიონ 847 ათასს გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოს მასშტაბით 373 ათასს, დაავადებულთა 6 მილიონ 267 ათასს და გამოჯანმრთელებულთა კი 2 მილიონ 847 ათასს გადააჭარბა.

იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო 24 საათში 75-ით 33 ათას 415-მდე, დაავადებულთა კი 35-ით 233 ათას 19-მდე გაიზარდა.

საფრანგეთში ეპიდემიის გამო ბოლო 24 საათში საავადმყოფოებში 31 ადამიანი დაიღუპა და ამით მთლიანი რიცხვი 28 ათას 802-მდე გაიზარდა. შემთხვევების შესახებ ახალი ინფორმაცია არ ვრცელდება, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 87-ით 68 ათას 355-მდე გაიზარდა.

ესპანეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის განცხადებით, ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიით გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 2-ით 27 ათას 127-მდე გაიზარდა. სამინისტროს ცნობით, ეპიდემიით, ბოლო ერთ კვირაში 39 ადამიანი დაიღუპა. განცხადებაში ნათქვამია, რომ  PCR-ის ტესტებით ბოლო 24 საათში გამოვლენილია დაავადების ახალი 96 შემთხვევა, რითაც მთლიანი რაოდენობა 239 ათას 429-მდე გაიზარდა. პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის, რომელსაც ვადა 7 ივნისს ეწურება, 21 ივნისამდე გასაგრძელებად მომდევნო კვირაში პარლამენტს ახალ შუამდგომლობას წარუდგენენ.



მსგავსი ინფორმაციები