ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოს მასშტაბით 177 ათასს გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოს მასშტაბით 177 ათასს გადააჭარბა

1403031
ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოს მასშტაბით 177 ათასს გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოს მასშტაბით 177 ათასს, შემთხვევების რაოდენობამ 2 მილიონ 550 ათასს, გამოჯამრთელებულთა კი 695 ათასს გადააჭარბა.

ეპიდემიის ცენტრად ქცეულ ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 45 ათასს, შემთხვევების კი 810 ათასს გადასცდა.

იტალიაში კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო 24 საათში 534-ით 24 ათას 648-მდე, დაავადებულთა კი 183 ათას 957-მდე გაიზარდა. რეკორდულად, 2 ათას 723-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და 51 ათას 600 შეადგინა.  

საფრანგეთში გარდაცვლილთა რიცხვი 20 ათას 796-მდე, დაავადებულთა კი 181 ათას 441-მდე გაიზარდა.

დიდ ბრიტანეში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ ბოლო 24 საათში 823-ით 17 ათას 337-მდე, შემთხვევების კი 4 ათას 301-ით 129 ათას 44-მდე მოიმატა. წინა დღეებთან შედარებით გაორმაგებული მატება კვირის ბოლოს მონაცემების შუა კვირაში რეგისტრაციით იქნა გამოწვეული.

კანადაში ახალი ტიპის კორონავირუსის გამო გარდაცვლილთა რიცხვი 1884-მდე გაიზარდა. გარდაცვალების 1041 შემთხვევა კვებეკში დაფიქსირდა და აქ სამედიცინო პერსონალის საჭიროებაც წარმოქმნა. შტატის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით საავადმყოფოებში არასასწრაფო ოპერაციები გადაიდო და ამგვარად გათავისუფლებულ ექიმებს, ექთნებს და მომვლელებს განსაკუთრებით იმ ცენტრებში აგზავნიან, სადაც ხანდაზმულები არიან განთავსებულნი.



მსგავსი ინფორმაციები