მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 14 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 14 ათასს, დაავადებულთა კი 330 ათასს გადააჭარბა

1382961
მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 14 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) დაღუპულთა რაოდენობამ 14 ათასს, დაავადებულთა კი 330 ათასს გადააჭარბა.

იტალია, ახალი ტიპის კორონავირუსთან (კოვიდ-19) ბრძოლაში ლეტალობით ისევ პირველ ადგილზეა.

ქვეყანაში, დაღუპულთა რაოდენობა 652-ით 5 ათას 476 -მდე გაიზარდა, შეიზღუდა შიდა გადაადგილბა, აიკრძალა მუნიციპალიტეტის საზღვრების დატოვება. 60 ათასი იტალიელი დაავადებულია.

ესპანეთში ბოლო 24 საათში ახალი ტიპის კორონავირუსის გამო კიდევ 394 ადამიანი დაიღუპა და მთლიანი რაოდენობა 1720-მდე გაიზარდა.

საფრანგეთში ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიით გარდაცვლილთა რაოდენობამ 674-მდე მოიმატა. ქვეყანაში ვირუსით დაავადებულია 16 ათას 18 ადამიანი. მეორეს მხრივ, საფრანგეთის ეროვნულმა პარლამენტმა ქვეყანაში ეპიდემიასთან უფრო ეფექტური ბრძოლისთვის ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების კანონპროექტი დაამტკიცეს.

გერმანიში დაიღუპა 93 ადამინია, მთავრობის პრესსპიკერმა შტეფან ზაიბერტმა განაცხადა, რომ ექიმს, რომელმაც კანცლერს ანგელა მერკელს პარასკევს დაცვის მიზნით პნევმონიის ვაქცინა გაუკეთა, კორონავირუსი აღმოაჩნდა, რის გამოც მერკელმა სახლში კარანტინში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყანაში ამასთანავე ოჯახებისა და ერთ სახლში მცხოვრებთა გარდა ორზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა.

ჰოლანდიაში დაღუპულთა რაოდენობა 179-მდე, დაავადების კი 4 ათას 204-მდე გაიზარდა.

საბერძნეთში, მას შემდეგ რაც გარდაცლილთა რაოდენობამ 15-მდე და დაავადებულთა 624-მდე მოიმატა, ადგილობრივი დროით 06 საათიდან სასწრაფო და სავალდებულო მდგომარეობის გარდა ქუჩაში გასვლა აიკრძალა.

ბოსნია და ჰერცეგოვინაში კი დაინფიცირებულთა რაოდენობა 94-მდე გაიზარდა. ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ფედერაციაში ადგილობრივი დროით 18.00-05.00 საათებს შორის ქუჩაში გასვლა აიკრძალა, სერბეთის რესპუბლიკაში კი შეწყდა საქალქთაშორისო მიმოსვლა.

გარდაცვალების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში.

სერბეთში დაავადების 222, ხორვატიაში 253, სლოვენიაში 383 და ალბანეთში 89 შემთხვევაა დაფიქსირებული.

პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია 7 და დაავადებულია 563 ადამიანი.

ინგლისში დაღუპულთა რაოდენობა 281-მდე, დაავადების კი 5 ათას 683-მდე გაიზარდა. მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ სახელმწიფო საავადმყოფოებში საჭირო აღჭურვილობები აღარ დარჩა, საქმეში კერძო სავადმყოფოები ჩართეს და ვითარების დამძიმების გამო ხელისუფლებამ მოსახლეობის მიმართ გააქტიურა „სახლში დარჩენის“ მოწოდება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაღულთა რაოდენობა 391-მდე, დააავდების კი 32 ათას 1801-მდე გაირზარდა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დააამტკიცა ვაშინგტონისა და ნიუ იორკის შტატების „დიდი კატასტროფის გამოცხადების“ მოთხოვნა და ამ რეგიონებში კორონავირუსთან ბრძოლაში ეროვნული გვარდიაც ჩართო.

კანადაში კოვიდ-19-ით დაღუპულთა რიცხვი 19-მდე, დაავადებულთა კი 1298-მდე გაზარდა.

ჩინეთში, საიდანაც ვირუსი გავრცელდა, დაღუპულთა რიცხვი 3 ათას 261-მდე, დაავადებულთა კი 81 ათას 54-მდე გაიზარდა.

ირანში კი დაღუპულთა რაოდენობა 1685-ია.


საკვანძო სიტყვები: #KOVID19 , #კოვიდ-19 , #კორონავირუსი , #მსოფლიო

მსგავსი ინფორმაციები