ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეკრებას გამართავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სირიის იდლიბის რეგიონში არსებული კრიზისის გამო შეიკრიბებიან

1369720
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეკრებას გამართავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სირიის იდლიბის რეგიონში არსებული კრიზისის გამო შეიკრიბებიან.

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გააკეთა.

"იდლიბში შეტაკებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებას, იწვევს აღუწერელ ტკივილს" - ნათქვამია განცხადებაში.

ბორელმა აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული კრიზისის შესაჩერებლად ევროკავშირმა საჭიროა ყველა მცდელობა გამოიჩინოს და დაამატა :"ამის გამო ამ კვირაში იდლიბში განვითარებული მოვლენების განსახილველად საგარეო ურთიერთობების საბჭოს საგანგებო შეხვედრის ჩატარებისკენ მოვუწოდებ"

ბორელის თქმით, მას ყველა მხარესთან კონტაქტი აქვს და ცეცხლის შეწყვეტისა და გინივრულობისაკენ მოწოდება გააკეთა.

მან ასვე აღნიშნა, რომ კრიზისის მხოლოდ პოლიტიკურის გზებით მოგვარებაა შესაძლებელი და ევროკავშირი მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს კრზისის გადაჭრაში.


საკვანძო სიტყვები: #შეხვედრა , #ევროკავშირი

მსგავსი ინფორმაციები