კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა ჩინეთში კვლავ გაიზარდა

ბოლო 24 საათში კიდევ 98 კაცი დაიღუპა

1361299
კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა ჩინეთში კვლავ გაიზარდა

ჩინეთში Kovid-19-ით დაღუპულთა რაოდენობამ 1869-ს გადააჭარბა. ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის განცხადებით, ახალი ტიპის კორონავირუსის Kovid-19-ის ეპიდემიით დაავადებულთა რიცხვი 72 ათას 436-მდე გაიზარდა და მათგან 10 ათასზე მეტის მდგომარეობა სერიოზულია.Kovid-19-ის ეპიდემიით ქვეყანაში ბოლო 24 საათში კიდევ 98 ადამიანი გარდაიცვალა და დაავადების 2 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ხუბეის პროვინციის ქალაქ უხანში 2019 წლის 12 დეკემბერს პირველად დაფიქსირებული ახალი ტიპის კორონავირუსი მოკლე დროში სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში გავრცელდა, რის გამოც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ „საგანგებო მდგომარეობა“ გამოაცხადა



მსგავსი ინფორმაციები