ჩინეთში გარდაცვლილთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა

ჩინეთში გარდაცვლილთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა

1357095
ჩინეთში გარდაცვლილთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა

ჩინეთში, ახალი ტიპის კორონავირუსის პნევმონიის (NCP) ეპიდემიის გამო დაღუპულთა რაოდენობა 1017-მდე და დაავადებულთა რიცხვი კი 42 ათას 638-მდე გაიზარდა.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის (NHC) მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ NCP-ით შესაძლო დაავადებულთა რიცხვი 21 ათასი 675, ხოლო დაკვირვების ქვეშ მყოფთა რიცხვი კი 187 ათას 728-ია.

NCP–ით დადასტურებულად დაინფიცირებულთა რიცხვი 42 ათას 638 – მდე გაიზარდა და მათგან 7333-ის მდგომარეობა სერიოზულია, ხოლო ეპიდემიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ჰონგ-კონგის ჩათვლით 1017 – ს მიაღწია.

ამასთან, ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში დაავადებულთა რიცხვი 42-მდე, მაკაოს სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში კი 10-მდე გაიზარდა.

ჯანდაცვის ეროვნული კომისიის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 108 ადამიანი გარდაიცვალა ეპიდემიის გამო და 2 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

პირველად 12 დეკემბერს ვუჰანში დაფიქსირებული ახალი ტიპის კორონავირუსი მცირე დროში სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში გავრცელდა, რის გამოც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ "საგანგებო" მდგომარეობა გამოაცხადა.



მსგავსი ინფორმაციები