ბაგლანის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

ბაგლანის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

1300749
ბაგლანის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის  ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე, ბაგლანის პროვინციაში გზის პირას ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად ბოლო მონაცემებით 8 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა. ბაგლანის პოლიციის პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციით, გზის პირას  წინასწარ დანაღმული ბომბი მაშინ აფეთქდა, როდესაც სამოქალაქო პირებით სავსე ავტომობილი იმ ადგილას გადაადგილდებოდა. მათივე განცხადებით, ბომბი რადიკალური მოძრაობა თალიბანის მხრიდან იქნა ჩამონტაჟებული. თალიბანს კი მომხდართან დაკავშირებით ამ დროისათვის არანაირი განცხადება არ გაუვრცელებია.


საკვანძო სიტყვები: #აფეთქება , #ბაგლანი , #ავღანეთი

მსგავსი ინფორმაციები