ამერიკა ფხენიანის განცხადებამ გააღიზიანა

ამერიკა ფხენიანის განცხადებამ გააღიზიანა

1282537
ამერიკა ფხენიანის განცხადებამ გააღიზიანა

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის შვეიცარიის დედაქალაქ,  სტოკჰოლმში  ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით დაწყებული და უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკების შემდეგ ფხენიანის მხრიდან საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებამ, ვაშინგტონი გააღიზიანა. „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ჩრდილოეთ   კორეის  რესპუბლიკელ კოლეგებთან კარგი მოლაპარაკებები გამართა და  კრეატიული იდეები წარადგინა. მათ მიერ გაკეთებული განცხადება, 8,5 საათიანი მოლაპარაკებების  სულისკვეთებას არ შეესაბამება,“ ნათქვამია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ,  სტოკჰოლმში,  აშშ-ს და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებს შორის გამართული და უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკების შემდეგ ფხენიანის წარმომადგენელმა, კიმ მიონ გილემ განაცხადა, რომ მოლაპარაკების პროცესმა ფხენიანის იმედები ვერ გაამართლა, რადგან ამერიკის წარმომადგენლებს ახალი არაფერი უთქვამთ.



მსგავსი ინფორმაციები