ისრაელის ჯარისკაცებმა კიდევ 1 ღაზელი მოკლეს

54 კაცი კი დაიჭრა

1282229
ისრაელის ჯარისკაცებმა კიდევ 1 ღაზელი მოკლეს

 

ისრაელის მიერ ოკუპირებულ ღაზის საზღვარზე გამართული მორიგი დემონსტრაციის დაშლისას, ჯარისკაცებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს, რის შედეგადაც 1 პალესტინელი დაიღუპა და 54 დაშავდა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული წერილობითი განცხადებით, ანტი ისრაელური გამოსვლა ამჯერად ციბალიას ლტოლვილთა ბანაკის აღმოსავლეთ მხარეზე მდებარე სასაზღვრო კართან გაიმართა და ისრაელის ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს, რის შედეგადაც 28 წლის ალა ნიზარ ჰამდანი დაიღუპა, ხოლო 54 პალესტინელი კი დაშავდა, მათგან 22 ნამდვილი ტყვიით. 2018 წლის 30 მარტიდან დაწყებული, პალესტინელები, ყოველ პარასკევს, ისრაელის საზღვარზე,  მშვიდობიან საპროტესტო აქციებს აწყობენ "დიდი დაბრუნების მარშის" სახელით და იგი ხშირად სისხლისღვრით სრულდება



მსგავსი ინფორმაციები