პუტინი  თურქეთის G7-ში შეყვანის მომხრეა

პუტინი  თურქეთის G7-ში შეყვანის მომხრეა

1264291
პუტინი  თურქეთის G7-ში შეყვანის მომხრეა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ S-400-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მფლობელი ანკარა, რომელიც ბოლო დროს საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს, „დიდ შვიდიანში“ ინდა იქნეს შეყვანილი. მან ამის შესახებ,  ვლადივოსტოკში მიმდინარე მეხუთე აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „უახლოეს წარსულში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შევხვდი და მან მკითხა,  რატომაა, რომ  არ აყენებთ დღის წესრიგში თურქეთის G7-ში შეყვანის საკითხს? ჩემის აზრით, თურქეთი, რომელმაც S-400-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა შეიძინა და მისი საჰაერო სივრცე ახლა უფრო დაცულია, უნდა იქნეს მსგავს ორგანიზაციაში შეყვანილი. რა თქმა უნდა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ანკარას, საერთაშორისო და რეგიონალურ  საკითხებში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ საერთაშორისო მისიის ფარგლებში ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთიც უნდა იქნეს შეყვანილი „დიდი შვიდეულის“ მსგავს ორგანიზაციაში და ეს კარგიც იქნება,“ აღნიშნა პუტინმა.



მსგავსი ინფორმაციები