ავღანეთში ტერაქტები არ წყდება

მორიგი ტერაქტი ჰერათის პროვინციაში

1245160
ავღანეთში ტერაქტები არ წყდება

ავღანეთში,  გზის პირას წინასწარ ჩამონტაჟებული ბომბი სამგზავრო ავტობუსის გავლის დროს აფეთქდა, რის შედეგადაც წინასწარი მონაცემებით 32 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ქვეყნის  ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ჰერათის პროვინციაში  მოხდა. წინასწარ ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად ასევე 15 ადამიანიც დაშავდა, რომელთაგან უმრავლესობის მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ, ოფიციალური პირები დაღუპულთა რიცხვის გაზრდას ვარაუდობენ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის აუღია.


საკვანძო სიტყვები: #ტერაქტი , #ჰერათი , #ავღანეთი

მსგავსი ინფორმაციები