ამერიკა ირანს შორის დაძაბულობა იზრდება

აშშ-მა სპარსეთის ყურეში სარაკეტო სისტემა და ხომალდი გაგზავნა

1199236
ამერიკა ირანს შორის დაძაბულობა იზრდება

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა (პენტაგონმა) გამოაცხადა, რომ  ახლო აღმოსავლეთში ირანთან მზარდი დაძაბულობის გამო სპარსეთის ყურეში  (USS Arlington)  სადესანტო ბატალიონი და პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემა  განათავსა. პენტაგონიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ს ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) მიერ მოთხოვნილი დამატებითი ძალების მობილიზება, აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ, პატრიკ შანაჰანმა დაამტკიცა. მათივე განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯის გადადგმის მიზეზი,  ირანის მხრიდან ზოგიერთ ამერიკულ სამიზნეებზე თავდასხმის განხორციელების საშიშროების  თავიდან აცილება  და საპასუხო ზომების მიღებაა.  ოფიციალური პირების განმარტებით, USS Arlington-ი, რომელიც სადესანტო მანქანებისა და თვითმფრინავების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, სპარსეთის ყურეში აბრაამ ლინკოლნის შემტევ ჯგუფს შეუერთდება. აშშ,  გასული კვირის დასაწყისიდან ირანის მიმართ ხშირად მუქარის შემცველი განცხადებებით გამოდის რა, ამის ფარგლებში სპარსეთის ყურეში სადესანტო ბატალიონის და პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემის განთავსებას აანონსებდა.


საკვანძო სიტყვები: #ამერიკა , #ირანი , #დაძაბულობა , #გაზრდა

მსგავსი ინფორმაციები