ციკლონ „ფანი“-ს შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ციკლონ „ფანი“-ს შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

1198937
ციკლონ „ფანი“-ს შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ინდოეთში უკვე ორი კვირაა,  ყველაზე ძლიერი ტროპიკული ციკლონი „ფანი“ მძვინვარებს, რის შედეგადაც ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ციკლონის შედეგად 17 ათასზე მეტი ცხოველი განადგურდა რა, 14 ათასზე მეტი სოფლის გზა, საცხოვრებელი სახლები და ელექტრო გადამცემი ხაზები დაზიანდა. ყველაზე დიდი ზარალი  სანაპირო ქალაქ პური-ს მიადგა. ადგილობრივი მთავრობის მაღალჩინოსნების განცხადებით ქალაქში ათასზე მეტი ჯანდაცვის ცენტრი და 5800 სკოლა დაზარალდა.


საკვანძო სიტყვები: #ინდოეთი , #ციკლონი , #ფანი , #მსხვერპლი

მსგავსი ინფორმაციები