ტრამპის შვილი დაკითხვაზე დაიბარეს

ტრამპის შვილი დაკითხვაზე დაიბარეს

1198186
ტრამპის შვილი დაკითხვაზე დაიბარეს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის იურიდიული და დაზვერვის კომიტეტმა პრეზიდენტ,  დონალდ ტრამპის შვილი,   დონალდ ტრამპიუმცროსი რუსეთთან შესაძლო კავშირის საქმეზე სენატში დაიბარეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტის ოჯახის წევრს საკანონმდებლო ორგანოში ჩვენების მისაცემად ოფიციალურად იბარებენ. ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპ უმცროსს კითხვებს 2016 წელს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმესთან დაკავშირებით დაუსვამენ. სენატორებს სურთ დამატებით მოისმინონ  დონალდ ტრამპ უმცროსისგან იმ კითხვებზე პასუხები, რაზეც მან ერთხელ კონგრესის წინაშე უკვე უპასუხა. 2017 წელს პრეზიდენტ ტრამპის  შვილი დაზვერვის კომიტეტის წინაშე ერთხელ იმყოფებოდა. 2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, რის შემდეგაც კონგრესის სამმა კომიტეტმა,  სპეციალურმა პროკურორმა და  გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილმა დირექტორმა  რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.



მსგავსი ინფორმაციები