საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტიანების“ შაბათს დაგეგმილი გამოსვლა აიკრძალა

საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტიანების“ შაბათს დაგეგმილი გამოსვლა აიკრძალა

1186398
საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტიანების“ შაბათს დაგეგმილი გამოსვლა აიკრძალა

საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტიანების“ შაბათს დედაქალაქ პარიზში შანზ-ელიზეს პროსპექტსა და ნოტრ-დამის კათედრალის მახლობლად დაგეგმილი გამოსვლა აიკრძალა.

პარიზის უშიშროების სამმართველოში გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ „ყვითელი ჟილეტიანები“-ს შაბათს პარიზის შანზ-ელიზეს პროსპექტსა და მის მიმდებარედ აქციის გამართვის უფლება არ გაიცემა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ორშაბათს გაჩენილი ხანძრის შედეგად 865 წლის ნოტრ-დამის კათედრალის დაზიანების გამო, მის მიმდებარედ აქციის გამართვა აიკრძალა.

ფრანგმა უფლებამოსილებმა, გასულ კვირაშიც „ყვითელ ჟილეტიანებ“-ს პარიზის სიმბოლოებიდან შანზ-ელიზეს პროსპექტსა და მის მიმდებარედ აქციის გამართვის უფლება არ გასცეს.

საწვავისა ფასებისა და ცუდი ეკონომიკური პირობების გამო დაწყებული გამოსვლები მოგვიანებით პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მმართველობის წინააღმდეგ დემონსტრაციებში გადაიზარდა და იგი უკვე ხუთი თვეა გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები